მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია.

მელია გამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში, ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იმ პარტიით აპირებს, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.

“რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები, მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მას შემდეგ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი”, – ამბობს მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გარდა პარტია “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებსა და თბილისში ასობით წევრმა დატოვა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...