მთავარისიახლეებიუკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ...

უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ ლეიენი

Published on

“უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას.

რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი, ასევე კანონი ეროვნულ უმცირესობებზე და ამას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურებები თავად ეროვნული უმცირესობებისგან და ჩვენი შეფასებაც პოზიტიურია. უკრაინის პარლამენტში ასევე შევიდა ახალი კანონი ოლიგარქების გავლენის შემცირების შესახებ. უკრაინა ამ ყველაფრით გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ.”

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ საგანგებო რეზოლუცია უნდა მიიღონ.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...