პოლონეთის პროკურატურის ცნობით, დის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება

0
101

პოლონური მედია ლოძის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დის მკვლელობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება. მათივე ცნობით, მას ინტერპოლით ეძებენ.

“35 წლის კაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ უკვე იცის, სად იმყოფება ეჭვმიტანილი კაცი… ბრალდებული საქართველოში იმყოფება” – წერს მედია.

ცნობისთვის, მკვლელობა 21 ნოემბერს მოხდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ.

წინა სტატიასაბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოავლინოს მკაფიო ერთგულება EU-ს ღირებულებებისადმი – მინისტრთა საბჭოს დასკვნა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის წერილი მიშელს, ლაიენსა და EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური