“ჩვენ რაში გვჭირდება მასთან (სალომე ზურაბაშვილთან) ერთობა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია. ყოფილ პრემიერებს, პრეზიდენტებს თუ სურთ აღნიშნულ აქტში მონაწილეობა, მათი არჩევანია”, – ეს განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ამილახვარის თქმით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსაწვევიც არ მიუღია.
რას უნდა შევუერთდეთ? მე არ ვიცი, რას გულისხმობს პრეზიდენტი და თქვენ ამ კითხვაში, ვისაც უნდა მივიდეს და მოაწეროს ხელი. ჩვენ რაში გვჭირდება მასთან ერთობა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია და იმედი მაქვს, ეს გამოცხადდება და დამტკიცდება 2 დღეში, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ქართველი ერის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ამ მიმართულებას, რომელიც მისმა ხელისუფლებამ – “ქართულმა ოცნებამ” აღასრულა. ამიტომ ჩვენ არავისთან არ გვჭირდება ამის დამტკიცება და არავისთან შეერთება და ყოფილ პრემიერებს, თუ პრეზიდენტებს თუ სურთ აღნიშნულ აქტში მონაწილეობა, მათი არჩევანია.
მე ხელი მოვაწერე ამ გადაწყვეტილებას, ყველა იმ კომპონენტში, მათ შორის დღევანდელ პრეზენტაციაში, სადაც მათ შორის, იქნება ევროპული ღირებულებები დამკვიდრებული სასკოლო განათლებაში, ეს არის ჩემი ხელწერა და კონკრეტული აქტებით დადასტურება, მათ შორის, პრეზიდენტთან, ეს ჩემი და ჩვენი სტილი არ არის. მე მოსაწვევი არ მიმიღია”, – განაცხადა ამილახვარმა.