მთავარისიახლეებისაზოგადოებათემურ კარბაიას გარდაცვალების დეტალები - რა მოხდა წარჩეს ავტობუსთან, გალის მილიციის შენობაში...

თემურ კარბაიას გარდაცვალების დეტალები – რა მოხდა წარჩეს ავტობუსთან, გალის მილიციის შენობაში და სოხუმში

Published on

აფხაზი ე.წ. მილიციელების ზალადობის მორიგი მსხვერპლი ეთნიკრად ქართველი თემურ კარბაია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალის აფხაზური მილიციის შენობაში ცემა უძღოდა წინ თემურ კარბაიას გარდაცვალებას. “ოდიშინიუსმა” დამატებითი დეტალები მოიძია.

როგორც “ოდიშინიუსისთვის” გახდა ცნობილი, თემურ კარბაია აფხაზეთიდან დევნილია, ის გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა (ახლანდელი, აფხაზური ტოპონიმიკით ეს სოფელი ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის) და ოჯახთან ერთად, ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ზუგდიდთან ახლოს, რუხში ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა და თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილს აფარებდა.

ოთხმა აფხაზმა ე.წ.-მა მილიციელმა ის გალში, სწორედ წარჩეში მიმავალი ავტობუსიდან, ვინაობის გადამოწმების მიზნით აიყვანა. როგორც ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი თვითმხილველი ამბობს, კარბაია აფხაზმა მილიციელებმა მიამგვანეს მათ მიერ ძებნილ პირს, რომელმაც დანაშაული გალის რაიონში, ცოტა ხნის წინ ჩაიდინა, რაზეც კარბაიამ უპასუხა, რომ მათ ეშლებათ და ის პირი არ არის.

მილიციელებმა მას განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს, რასაც კარბაია შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ წარჩეში ეჩქარებოდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ოთხიდან ორი ე.წ. მილიციელის გვარები ცნობილია – კოღუა და არშბა, რომლებიც კარბაიასთან განსაკუთრებით აქტიურობდნენ. შელაპარაკება კონფლიქტში იქვე გადაიზარდა და კარბაია ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, შემდეგ კი გალის მილიციაში მიიყვანეს, სადაც სცემეს. სავარაუდოდ, სწორედ ე.წ. მილიციაში მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ დაკარგა გონება კარბაიამ, როცა თავი მაგიდის ძგიდეს მიარტყა.

ამის შემდეგ მისი სოხუმის იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა და ნახევრად გონდაკარგული კარბაია სოხუმში გადაიყვანეს, თუმცა, იზოლატორმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის მიღებაზე უარი განაცხადა და კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც.

კარბაიას ახლობლები ამბობენ, რომ მას გული და ღვიძლი აწუხებდა, ამიტომ დიდხანს ცემას მისი ორგანიზმი ვერ გაუძლებდა.

კარბაიას ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. ამ დრომდე უცნობია, გადასცეს თუ არა ის ოჯახის წევრებს, ასევე უცნობია, სად შედგება კარბაიას პანაშვიდი და დაკრძალვა, რადგან წარჩეში მისი ნათესავები ცხოვრობენ და კარბაიების საგვარეულო სასაფლაოა, ზუგდიდში კი ასევე, მოკლულის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...