მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა - ოლენა ზელენსკა

უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა – ოლენა ზელენსკა

Published on

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია.

“რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით…ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს,” – ამბობს ზელენსკა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...