ვუერთდები ამ მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ ენმ-ის ვტოვებ – მურთაზ ზოდელავა

0
163

“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი, მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ პარტიას ტოვებს და ნიკა მელიას თანამოაზრეებს უერთდება. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა და თქვა, რომ ის რაც ნიკა მელიასთან მიმართებაში პარტიის ახალმა მენეჯმენტმა გააკეთა, იგივე მოხდა მის და კიდევ ათასობით “გულანთებულ ადამიანთან მიმართებაში”.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის უთხრეს, რომ ის პარტიაში საჭირო არაა.

“მოვუსმინე ნიკას და ეს მოლოდინი მქონდა ცხადია. […] მთავარი ის არის, რომ მე დავინახე შესაძლებლობა, ჩავერთო იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვუერთდები ცხადია ამ მოძრაობს, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. [და ტოვებთ ნაციონალურ მოძრაობას] ნაციონალური მოძრაობა მე მგონი ისედაც არაერთგზის დამატოვებინეს, თუ როგორც იყო, ცხადია, რომ ვუერთდები ამას ნიშნავს, რომ ამას ვტოვებ”, – ამბობს ზოდელავა.

ზოდელავა ამბობს, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ახლა ორჭოფობს, მალე მიხვდება, რომ დღევანდელი მენეჯმენტის პირობებში პარტიაში სისუფთავის, წესიერების, მართალი პოლიტიკის ადგილი არ არის.

წინა სტატია8-11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში 21 გრადუსამდე დათბება
შემდეგი სტატიათქვენ შეგიძლიათ ნახოთ, 11-წლიანი ენმ-ის ისტორიაში ასეთ წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ- წითლიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური