მთავარისიახლეებიუკრაინელებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 7 "შაჰიდიდან" 5 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 7 “შაჰიდიდან” 5 ჩამოაგდეს

Published on

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 7 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 5 ჩამოაგდეს.

“ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს “შაჰიდის” ტიპის დრონებით რუსეთის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან ) და S-30 მართვადი რაკეტებით ბელგოროდის რეგიონიდან. სულ გაუშვეს შვიდი “შაჰიდი” და 6 S-300 მართვადი რაკეტა,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს, რაკეტებით კი ხარკოვს. როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინებუგოვი ამბობს,
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვს 6-ჯერ დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი – ერთ-ერთ დაშავებულს, 36 წლის ქალს, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 25 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...