საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ

0
106

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული მიმართვის თანახმად, მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის ტავმჯდომარესთან სეხვედრას ითხოვენ. საკითხი ეხება საზმაუს დაფინანსების წესის შეცვლას, რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს:

“_ მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არცერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა, ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები”. 

წინა სტატიაროგორი ამინდია საქართველოს რეგიონებში 10 დეკემბრის ჩათვლით – პროგნოზი
შემდეგი სტატიამამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური