მთავარისიახლეებიენმ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან -სააკაშვილი

ენმ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან -სააკაშვილი

Published on

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია ამ პროცესებიდან “უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა”. ამის შესახებ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

“ალბათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე გამარჯვების კოალიციის პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს”, – წერს სააკაშვილი.

დღეს ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...