მთავარისიახლეებიგიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს

Published on

ნაციონალური მოძრაობ ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. საკრებულოს 7-მა დეპუტატმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა – გიორგი კირთაძემ.

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ, სწორედ კირთაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ესაა ბოლო ბრიფინგი ენმ-ის ბანერის ფონზე:

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ ნაციონალურ მოძრაობას. ურთულესი ზეწოლის გაძლება, რომელიც მომდინარეობდა ქართული ოცნების წევრების მხრიდან, არ იყო მაინცდამაინც რთული იმიტომ, რომ იქ იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ეს მარტივად შევძელით, მაგრამ როცა იდეებისგან იცლება ის საქმე რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ.

ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე ახალი პლატფორმიდან….

დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით,” – თქვა კირთაძემ.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...