მთავარისიახლეები"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა...

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას.

“ამასობაში, ქოცების მეგობარი და ევროკავშირის კიბო ორბანი თუ არ დაოკდა და უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ერთ პაკეტად შეიკრას საბოლოო გადაწყვეტილება და ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ვერც ბოსნია (ეს უნგრეთის გარეშეც მაღალი ალბათობით ასე იქნება) და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას და სტატუსის საკითხი სამომავლოდ გადაიდოს.

ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ ქვეყნის დამაქცევარი ტრაგედია – არა. “ევროპამ მიგვატოვა” განმარტებას ამას მხოლოდ ქოცური პროპაგანდა მისცემს. სინამდვილეში, თუ ეს მაინც მოხდა, ევროპამ კი არა, ქოცმა ორბანმა დაგვბლოკა.

ამიტომაა საჭირო მოზომილად ილაპარაკო ხოლმე და არა ხბოს აღტაცებით და საკითხის არცოდნით, განსაკუთრებით, როცა მოლოდინებს ქმნი და შესაბამისად იმედგაცრუების რისკს ზრდი.

პასუხისმგებლობის გრძნობა სასარგებლო თვისებაა, ზოგადად”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....