მთავარისიახლეებისაზოგადოებაარჩევნებით წასვლას ესენი არ აპირებენ, მაგრამ იმისთვის, რომ მოუხდეთ, ეს უნდა იყოს...

არჩევნებით წასვლას ესენი არ აპირებენ, მაგრამ იმისთვის, რომ მოუხდეთ, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ბრძოლის, ერთმანეთთან დაკავშირების- სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გზით წასვლას, მაგრამ მოუხდებათ. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს მოცემულობა დადგეს, უნდა იყოს მუდმივი პროცესი ზეწოლის, ბრძოლის, ერთმანეთთან დაკავშირების, ყველასთან მუშაობის.

“ეს არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც საქართველოში გამართულა 1990 წლის შემდეგ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ, რომ 1990 წელს მრგვალმა მაგიდამ ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა კომუნისტური ხელისუფლება და ჩვენ არ წავედით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გზით და ამ არჩევნებზე წყდება ბედი იმისა, რომ ესენი ჩაბეტონდებიან და იქნება მონობა და ქვეყანა დაიცლება თუ იქნება სიტუაცია, როდესაც ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფრის გარღვევას და როდესაც ჩვენ შევძლებთ სამშვიდობოზე ჩვენი ქვეყნის გაყვანას. ამიტომ ამ არჩევნების არდაფასება არის შეუძლებელი, დღეს არის სისტემა, ელექტრონული სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის გათვლილი გაყალბებაზე, დარეკვას ის კაცი შუშის სასახლიდან, უბრძანებს თამარ ჟვანიას და დაწერენ იმ ციფრს, რომელიც მათ უნდათ, ამიტომ, ჩვენ უნდა ა) შევაცვლევინოთ ეს სისტემა ბ) ყველამ უნდა გავაკეთოთ კოორდინაცია, ერთად ვიბრძოლოთ გ) ასევე უცხოეთში მყოფ ქართველებს მინდა მოვუწოდო, ათჯერ მეტი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე, უნდა ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, გახსნას ბევრი საარჩევნო პუნქტი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღეს არის ბოლო შანსი, რადგან საქართველოში ყველას უკვე გაქცევაზე აქვს თვალი და ხელისუფლების მიზანია ყველა სასოწარკვეთილებაში ცხოვრობდეს.

“ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, უბრალოდ ახლა ამ უმრავლესობას უნდა მოვუყაროთ თავი უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებით წასვლას ესენი არ აპირებენ მაგრამ მოუხდებათ, მაგრამ იმისთვის, რომ მოუხდეთ, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ზეწოლის, ბრძოლის, ერთმანეთთან დაკავშირების, შეკავშირების და მუდმივი პროცესი ყველასთან მუშაობის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...

საიამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი სამხედროების საჩივრებზე სტრასბურგში პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს...

ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ...

POG- შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა

პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი...