მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმპიჩმენტი ვერ შედგა - ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილი ვერ გადაყენა

იმპიჩმენტი ვერ შედგა – ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილი ვერ გადაყენა

Published on

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.

კენჭისყრაზე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო -1. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმპიჩმენტის განხილვას არ ესწრებოდა. მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტომბერს ცნო. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი “ქართულმა ოცნებამ” 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი კი ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა. ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც გაემგზავრა და შარლ მიშელს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა და კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...