მთავარისიახლეებიპრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა

პრეზიდენტის იმპიჩმენტი – საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა

Published on

პრეზიდენტის იმპიჩმენტი – საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.

მოსამართლეების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა.

“არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე.

ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს”, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მოსამართლეები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს და არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტის განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია შეიძლება დაარღვიოს იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სცდება მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ ფუნქციებს (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი) ან/და აზიანებს საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას (შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციასთან შესაბამისობის მსჯელობის წარმართვისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ფორმალურად თანხმობის არარსებობა-არსებობის ფაქტი, არამედ, თავად ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა, სადავოდ მიჩნეული ქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ გასცდა სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს ან/და ხომ არ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....