მთავარისიახლეებიმსოფლიოეგვიპტე პალესტინელი ლტოლვილებისთვის კორიდორის გახსნაზე უარს აცხადებს - Reuters

ეგვიპტე პალესტინელი ლტოლვილებისთვის კორიდორის გახსნაზე უარს აცხადებს – Reuters

Published on

ეგვიპტე უარს ამბობს კორიდორი გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

თუმცა, ოფიციალური კაირო აშშ-სთან განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას.

ღაზას სექტორი მცირე ტერიტორიაა, რომელიც ისრაელს ჩრდილოეთით და ეგვიპტეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სასაზღვრო ზოლში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იგი 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც იქ კონტროლი “ჰამასმა” ჩაიგდო ხელში, ბლოკადაშია მოქცეული.

ეგვიპტე უკვე დიდი ხანია ღაზას მცხოვრებლების შესვლას ზღუდავს თავის ტერიტორიაზე, მათ შორის სასტიკი სამხედრო კონფლიქტების დროსაც.

ეგვიპტე, რომელიც ხშირად არის პალესტინა-ისრაელის დაპირისპირების მედიატორი, ამბობს, რომ ორმა მხარემ კონფლიქტი საკუთარი საზღვრების ფარგლებში უნდა მოაგვარონ. მათივე პოზიციით, ღაზაში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ პალესტინელებმა სახელმწიფოდ არსებობის უფლება მოიპოვონ.

ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული კორიდორის განხსნის შეთავაზება უარყო, Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად მიაწოდა.

ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მოწოდებით გამოდის გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. გუტერეშის თქმით, მნიშვნელოვანია ღაზას სექტორში დაუშვან სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგების, მათ შორის, საწვავის, საკვებისა და წყლის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორს ამ დროისთვის არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ღაზაში მოქმედი ერთადერთი ელექტროსადგური 11 ოქტომბერს საწვავის დეფიციტის გამო გაითიშა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...