მთავარისიახლეებიმსოფლიოომის მეოთხე დღე ისრაელში - სად რა ხდება ამ დროისთვის

ომის მეოთხე დღე ისრაელში – სად რა ხდება ამ დროისთვის

Published on

ისრაელის ყველა ის ტერიტორია რომელსაც ტერორისტები აკონტროლებენ – სრულად გაწმენდილია. სიტუაციაზე კონტროლი ისრაელმა ყველა დასახლებულ პუნქტში დაიბრუნა.

პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ცახალი მოუწოდებს გაქცევისკენ. “პალესტინელები უნდა გადავიდნენ ღაზადან ეგვიპტეში, რათა არ აღმოჩნდნენ საჰაერო თავდასხმების საფრთხის წინაშე.” – ნათქვამია განცხადებაში. (მოგვიანებით ცახალმა განაცხადა, რომ გაქცევისკენ ოფიციალურად არავის მოუწოდებია, თუმცა, ბენიამინ ნათანიაჰუმაც მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს გაქცევისკენ, – ლ.ბ.)

ღაზის სექტორის სიახლოვეს, ამ დროისთვის, 100.000-მდე ებრაელი ჯარისკაცია თავმოყრილი, სრული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, უკვე ცნობილია, რომ რეზერვისტების რაოდენობამ 350.000-ს გადააჭარბა. 

ომის პირველი დღის მსხვერპლთა რაოდენობამ ისრაელში 1000-ს მიაღწია, კლინიკებში ამჟამად 544 დაჭრილია, მათგან 3 კრიტიკულ, ხოლო 125 – მძიმე მდგომარეობაშია.

გერმანული “ბილდი” წერს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისას, ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 100.000-მდე ებრაელი ჯარისკაცი შევა.

ბენიამინ ნათანიაჰუ აცხადებს, რომ “ღაზის სექტორის დაბომბვა მხოლოდ ახლა დაიწყო, ჯერ ყველაფერი წინაა”.

ომის მეოთხე დღეს, ქვეყნის ყველა ნაწილში საგანგებო საომარი მდგომარეობაა. გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გადაადგილებებზე შეზღუდვები გრძელდება. სამართალდამცავები ქალაქების ქუჩებზე პატრულირებენ. პროდუქტების მაღაზიებში პროდუქტებზე დეფიციტია თუმცა თელ ავივში პანიკა არ არის და მიტანის სერვისი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

BBC უარს ამბობს, ტერორისტებად მოიხსენიოს “ჰამასი” და მისი წევრები, თუმცა, დიდ ბრიტანეთში “ჰამასს” ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს მინიჭებული. BBC-ის ამ დამოკიდებულებამ სკანდალი გამოიწვია: კორპორაცია გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მთავარმა რაბინმა, ასევე, პრემიერმა სუნაკმა განაცხადა, რომ “ახლა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას”, ხოლო კულტურის მინისტრი კორპორაციის ხელმძღვანელს შეხვდა და განმარტებები მოსთხოვა.

სიახლეები

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...