მთავარისიახლეებიგასაკვირია, რომ მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას...

გასაკვირია, რომ მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას – ჯორჯიან ეარვეისი

Published on

ისრაელიდან საქართველოში ავიარეისების ბილეთების ფასებთან დაკავშირებით “ჯორჯიან ეარვეისის” პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ისინი, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდიან.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ “უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული”. პრესცენტრი ამტკიცებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

“ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი “, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ჯაშუშომანია. როგორც ვხედავთ, უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული. ეს არის ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი; ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა; ეს არის ღალატი. ამ საქმეში ჩართული ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, ყველაფერი ქართული მათთვის ცუდი და მიუღებელია. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – საკუთარი ჯიბის გასქელება. როგორ ავხსნათ მათი საქციელი, როდესაც გააკეთეს ბიზნესკლასის ბილეთის სქრინი და მიაწერეს: -შეხედეთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს რა უზარმაზარ ფასს ადებსო. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს, ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე.

ერთი სიტყვით, ამ მოსყიდული ლობისტების მოსაწონი არც ქართული კომპანიებია და არც ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკვირს. ქვეყანაში, სადაც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ექვსი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული (რითაც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, რადგან მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირია, რომ ჩვენი მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...