მთავარისიახლეებიშეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომლებზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი - 1 საათი...

შეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომლებზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი – 1 საათი იმპიჩმენტის პროცესამდე

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გაურკვეველია პრეზიდენტი დაესწრება თუ არა განხილვას. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

“არ ვიცი მოვა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, არ შეუტყობინებია. თუ ისეთი საკითხები წარმოიჭრა საქმეში სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, მაშინ შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ”, – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი დასწრება.

“გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, რომ მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულად ვიზიტების შინაარს, იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს, ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ და თუ სასამართლოს ექნება უკმაყოფილების გრძნობა… ეს საკითხი არის დღის წესრიგში, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ მთლიანობაში ის ფაქტები, რომლებიც არის კონსტიტუციურ მითითებაში მითითებული. […] წინასწარ ვერ გეტყვით როგორ და რა ფორმით წარმოადგენენ პრეზიდენტის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას, რამდენად სრულყოფილი იქნება მათ მიერ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე წარმომადგენლობა, მაგრამ მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა, შეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომელზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი”, – თქვა ტურავამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....