მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება - მთიანი ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის ქრონიკა

სად რა ხდება – მთიანი ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის ქრონიკა

Published on

19 სექტემბრის ღამეს საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა ერევანში, პარლამენტის შენობის წინ და რუსეთის საელჩოსთან. ამ ორ ლოკაციაზე, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები და მომხრეები იყვნენ შეკრებილნი. 

პარლამენტის შენობის წინ, რესპუბლიკის მოედანზე, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა გვიან ღამით, პირველი კარვები გაშალეს. კარვების გაშლას წინ უძღოდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, ისმოდა ხმოვან-მანათობელი ყუმბარების აფეთქების ხმები, შენობაზე შტურმის რამდენიმე მცდელობა ძალოვნებმა მოიგერიეს, ხოლო კარვების გაშლის შემდეგ დაკავებები დაიწყეს. 

რუსეთის საელჩოს შესასვლელ-გამოსასვლელები ბლოკირებული იყო ნიკოლ ფაშინიანის მომხრეების მიერ. გვიან ღამით რუსეთმა სომხეთს ნოტა გაუგზავნა და მოითხოვა სასწრაფო ზომების მიღება სენობის გასასვლელის განსაბლოკად მას შემდეგ, რაც ერთი მანქანა დიპლომატიური ნომრებით, იძულებული გახდა შენობის ეზოში დაბრუნებულიყო მას შემდეგ, რაც ის დემონსტრანტებმა არ გაატარეს. 

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა დაარტყა რუსეთის სამშვიდობო ძალების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. გამოქვეყნდა დარტყმის ამსახველი ვიდეომასალაც, თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. 

დილის ბოლო ცნობების თანახმად კი, სომხურმა შენაერთებმა აღდარა დატოვეს, სანსარგის წყალსაცავს უკვე აზერბაიჯანი აკონტროლებს

ჟურნალისტი მარატ ეგანიანი იტყობინება, რომ სომხურმა შენაერთებმა დატოვეს ქალაქი აღდარა (ტერტერის რაიონი),* ხოლო სანსარგის წყალსაცავი**, არაოფიციალური ცნობებით, აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ მოექცა.

* აღდარა (აზერ. Ağdərə; სომხ. Մարտակերտ – მარტაკერტი) — ქალაქი აზერბაიჯანში, ტერტერის რაიონში. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შემადგენლობაში მარტაკერტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

** სანსარგის წყალსაცავი (აზერ. Sərsəng su anbarı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი დიდი წყალსაცავი, რომელიც მდებარეობს ტერტერის რაიონში, 14,2 კვ.კმ ფათობზე, კაშხლის სიმაღლე 125 მ.

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...