დონეცკის ოლქის დასახლება ნოვომაიორსკე – უკრაინელებმა კონტროლის ზონა გააფართოვეს, შეტაკებები უშუალოდ დასახლებასთან მიმდინარეობს.
უკრაინელებმა წარმატებით წაიწიეს წინ ბახმუტის მიმართულებითაც, სადაც ჩეჩნური ბატალიონის “იჩქერიის” მებრძოლებმა სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს და ოკუპანტები მათსავე სანგრებში ჩახოცეს, რის შემდეგაც დაკავებული პოზიციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს. ამ ახლო ბრძოლის ამსახველი კადრები გამოქვეყნებულია ჩვენს ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის უმეტეს რეგიონებში ამ დროისთვის საჰაერო განგაშია. რამდენიმე აფეთქება იყო ხარკოვის ოლქში, სადაც მუშაობენ ექსტრემალური უწყებების წარმომადგენლები.
უკრაინის გენშტაბის ცნობით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 530 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული.