მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა თქვა ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრამდე

რა თქვა ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრამდე

Published on

ევროპელ ლიდერებს თეთრ სახლში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში უმასპინძლა. ზელენსკის პოზიციის ძირითადი თეზისები:

“ჩვენი მთავარი მიზანია სანდო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინისა და მთელი ევროპისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა შეხვედრის დინამიკას სწორედ ამ შედეგისკენ მივყავდეთ . ჩვენ გვესმის, რომ პუტინისგან ნებაყოფლობით უარს აგრესიასა და ახალი დაპყრობის მცდელობებზე არ უნდა ველოდოთ. ამიტომ უნდა იმოქმედოს ზეწოლამ — და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა — შეერთებული შტატების, ევროპის და მთელი იმ სამყაროს მხრიდან, ვინც პატივს სცემს სიცოცხლის უფლებას და საერთაშორისო წესრიგს”.

“უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც სწორედ ამაზე და სანდო, ღირსეულ მშვიდობაზე მუშაობენ. ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ევროკომისიისა და ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად, ჩვენ კოორდინაციას ვახდენთ ერთობლივ პოზიციებზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრამდე. უკრაინა მზად არის ნამდვილი ზავისა და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...