მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 569-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 569-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

15 სექტემბრის მონაცემებს რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბი აქვეყნებს.

ამ მონაცემების მიხედვით, დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 470-ზე მეტი რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახერხეს.

საერთო ჯამში კი, ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 270 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული, დაჭრილი ან მწყობრიდან გამოსული.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.

უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით, სადაც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს კლიშივკას ტერიტორიაზე.

დონეცკის რეგიონში, დასახლება ანდრიივკის მიდამოებში, რუს ოკუპანტებს ნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ.

მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, ვილია ზაპოროჟიის რაიონში ოკუპანტებს ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ.

14 სექტემბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს მტრის ჯარების ნაწილების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.

უკრაინულმა სარაკეტო, არტილერიისა და უპილოტო საჰაერო სისტემების ჯარებმა გაანადგურეს ერთი სამეთაურო პუნქტი, 3 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 5 საარტილერიო სისტემა და ერთი საარტილერიო მოწყობილობა.

უკრაინის არმიის გენშტაბის განახლებული, 15 სექტემბრის მონაცემების თანახმად, ოკუპანტებმა ტავრიის ფრონზე, კერძოდ, ავდიივკისა და კლიშევკის მონაკვეთებზე დესანტის გადასხმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.

ავდიივკაზე სეტევები მას შემდეგ გახდა ინტენსიური, რაც უკრაინელებმა ეს დასახლება ოკუპანტებისგან გაწმინდეს. გენშტაბის ცნობით, ამ მიმართულებაზე უკრაინელებმა, 14 სექტემბრის დილას, 10-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელებმა უკვე მეორედ გაანადგურეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის რადარები და ანტენები. აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემებს უქმ,ნის რუსეთს, რადგან ეს სისტემები ძალიან ძვირადღირებულია, ამას გარდა, მათი მოშლა ნიშნავს, რომ უკრაინული რაკეტები, პირველ რიგში კი “ნეპტუნის” ფრთოსანი რაკეტები, მომავალშიც დაუბრკოლებლად მიაღწევენ მიზანს.

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...