მთავარისიახლეებიღარიბაშვილის შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული - ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ღარიბაშვილის შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული – ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, პარტიის ადვოკატთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, გენერალურ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა.

საქმე ეხება პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულს.

“დემოკრატიულ სახელმწიფოში, ირაკლი ღარიბაშვილი არა თუ თანამდებობას უნდა ტოვებდეს, არამედ ის უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და პასუხობდეს კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, მედიას და რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ, შემდგარ სახელმწიფოში საგამოძიებო სტრუქტურებს. ჩვენ არანაირი მოლოდინი იმისა არ გვაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება და ძირითად შემთხვევაში გამოყენებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, დაიწყებს გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა”, – თქვა ურუშაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხარჯზე ღარიბაშვილის ამერიკული ტურნე კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად, ხოლო ღარიბაშვილის ცოლის დაბადების დღის წვეულების ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ქრთამის აღებას (პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონებრივი სარგებლის ან უპირატესობის მიღება), რაც წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...