მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის

“ოცნება” ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის

Published on

“ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აინიცირებს და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტი გაზრდილი კვორუმით, 90 ხმით აირჩევს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგება, უწყების ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანო 76 ხმით აირჩევს, ხოლო თუ ვერც 76 ხმის მობილიზება მოხერხდება, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სიას და პრეზიდენტი თავმჯდომარეს ერთპიროვნულად დანიშნავს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს წლის ბოლომდე დაკომპლექტება, რომ ცესკო უფლებამოსილი, გამართული და სრულად ფუნქციონირებადი იყოს იმ კანონმდებლობის განსახორციელებლად, რაც მივიღეთ 12 პუნქტის ფარგლებში, ჩვენ ვაინიცირებთ ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით და 2 კვირის თავზე, პლენარულ სხდომებზე ჩვენ სამივე მოსმენით ვაპირებთ, რომ ეს საკითხი გავიტანოთ”, – განაცხადა მიქანაძემ.

“ოცნების” დეპუტატის თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების ერთ-ერთი მიზეზი ეუთო-ოდირის პრინციპებია.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...