მთავარისიახლეებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

Published on

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ არსებობდა ხელშეკრულება რომლის თანახმად, სესხის სანაცვლოდ ბრალდებულს ყოველ თვე დაზარალებულისთვის ათას ორასი დოლარის სარგებელი უნდა გადაეხადა. თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი არსებობდა შეთანხმება რომ დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.

სამ თვეში, ბანკიდან აღებული სესხის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად ბრალდებულს საერთოდ არ ეკუთვნოდა და დაკავებული დაზარალებულის კუთვნილ 17 ათას ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი, დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა – მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.

სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30 000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 17 640 ლარს, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა” – აცხადებს შსს.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...