მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იწყება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იწყება

Published on

დღეს, 5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგი უკვე განსაზღვრულია, რომლის მიხედვითაც დეპუტატები რამდენიმე საკითხს უყრიან კენჭს – მათ შორისაა დავით სერგეენკოსთვისა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. 

მიმდინარე სასესიო კვირაში, განსახილველ საკითხებში, შეტანილია დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.

შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება. იგეგმება, ასევე, რამდენიმე სახელმწიფო უწყების, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენაც.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...