ომის 558-ე დღე: სად რა ხდებოდა უკრაინაში

0
132

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიის ფრონტზე პლაცდარმი გააფართოვეს, ისინი რობოტინედან ნოვოპროკოპივკის მიმართულებით უტევენ და ვერბოვეს მიუახლოვდნენ – აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

გასულ კვირას, ბახმუტის მიმართულებაზე, უკრაინელებმა კიდევ 3 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს – თავდაცვის სამინისტრო.

“ამ დროისთვის ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე,” – ანა მალიარი.

კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებაზე, უკრაინელებმა ოკუპანტები უკვე 47 კვ.კმ ტერიტორიიდან განდევნეს.

კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში უკრაინული დრონების შეტევა დაფიქსირდა, რასაც ოლქის გუბერნატორიც ადასტურებს.

თუმცა, როგორც ეტყობა, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰსთ სისტემებმა წარმატებით იმუშავა, რეალობასთან შესაბამისობაში არ არის, რადგან არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დრონი ქალაქ კურჩატოვში ФСБ-ს შენობას დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით, რუსი ოკუპანტებით სავსე კატერი ჩაძირეს. აღსანიშნავია, რომ რუსი ოკუპანტები დესანტის გადასასხმელად სამოქალაქო კატერს იყენებდნენ.

შემთხვევა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა და რუსული კატერის გაგზავნა კრეისერ “მოსკვას” მიმართულებით დაადასტურა “სამხრეთის” დაჯგუფების პრეს-სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა.

წინა სტატიაარ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია – გენერალი ჰოჯესი
შემდეგი სტატიაშოვში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეს დღეს, ზუგდიდში დაკრძალავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური