მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია - გენერალი ჰოჯესი

არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია – გენერალი ჰოჯესი

Published on

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, აცხადებს, რომ არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რას გასაკეთებელია ევროინტეგრაციისთვის:

“ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაცია ისევე უნდა უნდოდეს, როგორც ქართველ ხალხს სურს და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ აშშ-მა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს შავი ზღვის რეგიონზე, იმაზე, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთის ნაწილი.” ამბობს ბენ ჰოჯესი.

კონფერენცია სახელწოდებით “პუტინიზმის დამარცხება” დღეს გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

კონფერენციაზე წაიკითხეს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილი, რომელშიც ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.

ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...