მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა და ამოცნობილთა (არაოფიციალური) სია | რა ვიცით

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა და ამოცნობილთა (არაოფიციალური) სია | რა ვიცით

Published on

3 აგვისტოს, შოვში მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების დროს დაღუპულთა და ამოცნობილთა ოფგიციალური ბაზა ამ დრომდე არ არსებობს. გთავაზობთ სიას, რომელიც სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებისგანაა შედგენილი. სია, შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს. 

სულ 31 ცხედარია ნაპოვნი, აქედან, ოფიციალურად, 28 ადამიანია ამოცნობილი, მედიის ინფორმაციით კი 30. 

რატომ არის სხვაობა ოფიციალურ და არაოფიციალურ სიებში ამოცნობილებთან დაკავშირებით? – ოფიციალური პირები დაზუსტებით ვერ ამბობენ, სანამ დნმ-ის პასუხი არ არის, მაგალითად, იგივე ზაზა მესხზე, ამიტომ ის ჯერ არ ითვლება იდენტიფიცირებულად, თუმცა, ოჯახის წევრებმა ის ბეჭდით ამოიცნეს. იგივე ითქმის გვანცა ბუბაშვილზე.

მოცნობილები (შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს, სია არაოფიციალურია):
1.გიორგი გოგინაშვილი
2.გიორგი ყარალაშვილი
3.სოფო ყარალაშვილი.
4.დავით ბერიაშვილი
5.გენადი სულთანიშვილი
6.მეგი გუტაშვილი
7.გიგი გუტაშვილი
8.მარინე ხორბალაძე
9.ნატო ჭელიძე
10.ლუკა დუდაშვილი
11. ანდრია დუდაშვილი
12.შორენა ბიჭაშვილი
13.მარიამ მაისურაძე
14.ქეთევან ლობჟანიძე
15.სამირა ისაევა
16.ნინი კენჭაძე
17.ალინა პოლიკოვსკა
18.ზაზა მესხი
19.ზაზა მესხის უფროსი შილი
20.ქსენია ტრიჩევა
21.სოფო ბაკურაძე
22.მანანა ჯაჭვაძე
23.თემურ ჩარკვიანი
24. დიტო ფირცხალავა
25.ნიკა ჩალაძე
26.სალომე ხეთაგური
27.კოტე მაისურაძე
28.ლევან რაზმაძე
29.ანასტასია დუდაშვილი
30. გვანცა ბუბაშვილი
31. ?? ??
ეძებენ კიდევ ორ ბავშვს. 
რატომ ეძებენ ორს და არა სამს (ზაზა მესხის ორი შვილი, გიორგი ხორბალაძე)? – იმიტომ რომ გუშინ ნაპოვნი ბავშვის ცხედრის ვიზუალურად ამოცნობა შეუძლებელია და ელოდებიან დნმ-ის პასუხს, მანამდე კი ერთი ბავშვი მოსაძებნთა სიიდან ამოღებულია. 
ელოდებიან სამი დნმ ანალიზის პასუხს.
რატომ ელოდებიან სამი დნმ-ის პასუხს, თუ ამოცნობილია 30 და ნაპოვნია 31 ცხედარი? ზაზა მესხი და გვანცა ბუბაშვილი ოჯახის წევრებმა კი ამოიცნეს, მაგრამ ცხედრები გენეტიკურ ექსპერტიზას ექვემდებარება. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებიან ისინი ამოცნობილად. ასევე, გენეტიკურ ექსპეტრიზას საჭიროებს ბავშის ცხედარი, რომელიც გუშინ, 24 აგვისტოს იპოვეს. 

სიახლეები

არანაირი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, ცდილობენ ნაკვერჩხალივით შეინახონ პროტესტი – კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში არანაირი საპროტესტო მუხტი არ არსებობს: "საქართველოში არავითარი საპროტესტო...

რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა, იმის უკან ბრიუსელი დგას – პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: "არ ვიცი,...

ფაქტია, რომ სუს-ის რაღაც ჩარევა იყო – თინა ბოკუჩავა 4 ოქტომბერზე

მას შემდეგ, რაც "ფორმულამ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 4 ოქტომბრის სახალხო კრების...

რუსეთის საზღვრებთან აშშ-სა და NATO-ს თვითმფრინავები პატრულირებენ

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ორი სადამკვირვებლო თვითმფრინავი ამერიკისა და NATO-ს საჰაერო ძალებთან ერთად 12-საათიანი...