მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალში ნათია ბახტაძის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

გალში ნათია ბახტაძის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

Published on

გალში, ვარდნილჰესების კასკადის მიმდებარედ, ამ დრომდე ეძებენ 28 წლის გალელი გოგოს, ნათია ბახტაძის ცხედარს. 

ნათია ბახტაძე 28 ივლისს, ოჩამჩირელმა, ეთნიკურად აფხაზმა და გავლენიანი მამის შვილმა აინარ ცვიჟბამ მოკლა, როცა მისგან ცოლობაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, ცვიჟბას ჩვენების თანახმად, მან ნათიას ცხედარი ვარდბილჰესიდან მდინარე ენგურში გადააგდო. 

ცხედრის სამძებრო სამუშაოები 8 აგვისტოდან მიმდინარეობს, სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთნენ და გეოლოგებიც, თუმცა, ცხედარს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

არსებობს ეჭვი, რომ აინარ ცვიჟბას გარდა, მინიმუმ, დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა მამისი და სიძე, ეს უკანასკნელი გალის ე.წ. უშიშროების თანამშრომელია. 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...