მთავარისიახლეებიირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

Published on

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც იანვარში მაშჰადში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს, მძიმე წამების შედეგად კომაში ჩავარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არაშ ტოლუ შეიხზადე 6 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა მის სახლში შეიჭრნენ. დაკავება მოხდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც მან 8 და 9 იანვარს მაშჰადში გამართული პროტესტების ამსახველი ვიდეოები გაავრცელა.
 რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახს მასთან კავშირი არ ჰქონია, მისი ტელეფონი გამორთული იყო. ამის შემდეგ დედამ მის ბინაში მისვლა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ საცხოვრებელი არეული იყო.
 მოგვიანებით, რევოლუციური გვარდიის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ის პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახს არ მისცეს არც მონახულებისა და არც სატელეფონო საუბრის უფლება. მათ ასევე გააფრთხილეს ოჯახი, რომ საჯაროდ საუბრის შემთხვევაში მეორე შვილსაც შეიძლება პრობლემები შექმნოდა.
 ხელისუფლებამ არაშის დედას 20 თებერვალს აცნობა, რომ მისი ცხედარი მეორე დღეს გადასცემდნენ. მათ დააწესეს რამდენიმე პირობა: აკრძალული იყო ექსპერტიზის ჩატარება, დაკრძალვა უნდა ყოფილიყო ჩუმად და მას მხოლოდ უახლოესი ნათესავები უნდა დასწრებოდნენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...