“რატომ არის ეს პროექტები მიტოვებული? იმიტომ რომ ქვეყნის განვითარება არ უნდათ…” – გიორგი ვაშაძე

0
222

“ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა დღეს, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, უნუშევრობაცაა. 2012 წელს სწორედ უმუშევრობა ის გამოწვევა, რის გამოც ჩვენ მიზნად დავისახეთ 2020 წლისთვის შეგვექმნა 300.000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი”, – ამის შესახებ ანაკლიაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთმა ინიციატორმა და ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

“ჩვენს უკან ჩანს განათებული ყულევი და შემდეგ ფოთი – სწორედ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, განმუხურიდან დაწყებული, ყულევის ჩათვლით, უნდა შექმნილიყო სრულიად ახალი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამისთვის შეირჩა სახელი ლაზიკა, რაც უშუალოდ, პირადად მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო. 

მოვიარეთ მთელი მსოფლიო, გავეცანით უახლეს გამოცდილებებს და 2012 წელს შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა აი აქ, ამ ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საწარმოო ჰაბის განვითარებას, ფინანსურ-ტექნოლოგიური, ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას, ტურიზმის განვითარებას. 

დავიწყეთ ინვესტორებთან სეხვედრები, აქ არის ზაზა გოროზია და დამემოწმება, პირადად რამდენ ინვესტორთან სეხვედრის ინიციატორი იყო და რამდენ ინვესტორს ჰქონდა სურვილი ამ კონცეფციაში მიეღო მონაწილეობა”, – თქვა შეხვედრაზე გიორგი ვაშაძემ. 

“ამ ჩამოთვლილი პროექტებიდან დღეს არცერთი არ არის რეალიზებული. თუ მათ სამშობლო უყვართ, რატომ არის ეს პროექტები მიტოვებული? იმიტომ, რომ მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება, მათ უნდათ, რომ მოქალაქეებმა დატოვონ საქართველო. ამ პროექტების ინიციატორი და მთავარი სულისჩამდგმელი დღეს ციხეშია, ის ადამიანი კი, ვისაც ამ 12 წლის განმავლობაში აქ ქვა ქვაზე არ დაუდვია, თავისუფლებაზეა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ანაკლიაში. 

ანაკლიაში, მოსახლეობასთან “გამარჯვების პლატფორმის” შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს ასევე ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ, გიორგი ხარჩილავამ, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის ადგილობრივმა ლიდერმა და სხვებმა. 

“ლაზიკაზე ჩვენ წარსულში არ ვისაუბრებთ, ის იქნება მეორე უდიდესი ქალაქი” – ლევან ხაბეიშვილი

წინა სტატია“ლაზიკაზე ჩვენ წარსულში არ ვისაუბრებთ, ის იქნება მეორე უდიდესი ქალაქი” – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაცემული აჩიკო დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში 3 აგვისტოს ჩამოასვენებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური