“ლაზიკაზე ჩვენ წარსულში არ ვისაუბრებთ, ის იქნება მეორე უდიდესი ქალაქი” – ლევან ხაბეიშვილი

0
209

“ლაზიკაზე ჩვენ წარსულში არ ვისაუბრებთ, ლაზიკა აუცილებლად აშენდება და იქნება მეორე უდიდესი ქალაქი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სამეგრელოში არცერთი, ხაზს ვუსვამ, არც ერთი ოჯახი არ დარჩება მაღალი შემოსავლის გარეშე”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ანაკლიაში, მოსახლეობასთან და ენმ-ს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

“ლაზიკაში ჩაიდება უდიდესი ინვესტიცია, ის აუცილებლად აშენდება და საქართველოს მკვიდრი არცერთი მოქალაქე არ იქნება იძულებული, დატოვოს ქვეყანა, ასეთი კი დღეს არის ასეულ ათასობით ადამიანი და სწორედ ამას გვეუბნება ივანიშვილი: “თუ გინდათ, შეეგუეთ ასეთ ქვეყანას, თუ არ გინდათ, წადით ამ ქვეყნიდან”. მაგრამ ჩვენ არც ამ ქვეყნიდან წავალთ, შევებრძოლებით და საბოლოოდ დავამარცხებთ რუსულ პარტიას საქართველოში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ანაკლიაში. 

ანაკლიაში, მოსახლეობასთან “გამარჯვების პლატფორმის” შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს ასევე გიორგი ვაშაძემ, ანა წითლიძემ, გიორგი ხარჩილავამ და სხვებმა. 

“არ გვაქვს დაღლის, გაჩერების, ურთიერთწყენის უფლება” – ანა წითლიძე ანაკლიაში

წინა სტატია“არ გვაქვს დაღლის, გაჩერების, ურთიერთწყენის უფლება” – ანა წითლიძე ანაკლიაში
შემდეგი სტატია“რატომ არის ეს პროექტები მიტოვებული? იმიტომ რომ ქვეყნის განვითარება არ უნდათ…” – გიორგი ვაშაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური