მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზისბანკის მხარდაჭერით ამბროლაურში ვენახები გაშენდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით ამბროლაურში ვენახები გაშენდა

Published on

აზისბანკი აქტიურად განაგრძობს აგრო მიმართულების პროექტების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით, ამბროლაურის რაიონ სოფელ ღადიშში, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვენახები 20 ჰა ფართობზე გაშენდა.

ვენახების გასაშენებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ 1 მილიონი ლარი შეადგინა.

აგრო მეწარმე გრიგოლ ლომთაძემ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვენახები ჯამში 20 ჰექტარზე გააშენა, საიდანაც ერთ ჰექტარზე ვაზის 4,500-მდე ნერგი დაირგო. ვენახები სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემებით.

მოსავლის მიღება 2024 წლიდან დაიწყება და პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე განხორციელდება. სამომავლოდ კი, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილია საკუთარი ღვინის წარმოება და პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ვენახებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან წარმატებულად დაიწყო. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ზემოთაღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა ისევ ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ გავფართოვდეთ, მივიღოთ მეტი მოსავალი და განვახორციელოთ ახალი პროექტები.“ – აღნიშნა აგრო მეწარმე გრიგოლ ლომთაძემ.

„ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეწარმეებთან და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მომავალში.“ – ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსი, შმაგი ბრეგაძე.

 

 

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...