მთავარისიახლეებისაზოგადოებადავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

Published on

“არ შევყვეთ “ოცნებას” ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს” – ამის შესახებ დაპატიმრებული “დროას” ლიდერი, ელეე ხოშტარია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ხოშტარიას თქმით, ახლა ივანიშვილსი გუნდის ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამლვის საკითხიდან ყურადღებსი გადატანას ცდილობს და პროპაგანისტულ ხრიკს მიმართავს პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიებების დაწყებით.

მეტი მომხიბლველობისთვის გვთავაზობენ სანახაობას – ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად – წერს ხოშტარია წერილში.

ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები.
ქიმიური იარაღით მოწამლვის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს. თან ეს არის თემა, რომელიც სცდება მხოლოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და, ბუნებრივია, ყველას აშინებს. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მიმართოს პროპაგანისტულ ხრიკს და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.
• პროდუქტების ფასები ყველას აწუხებს, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობას. თემა კარგადაა შერჩეული.
• პროპაგანდისტული ჩარჩოც მოირგეს: „ბოროტი ბიზნესმენებისგან“ გვიხსნის „მზურნველი“ მთავრობა. მერე რა, რომ ეს ფასები პირდაპირ და 100%-ით ხელისუფლების მოქმედებების შედეგია (არასწორი მაკროეკონომიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კორუფცია, ინვესტიციების შემცირება, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იზოლაცია, სასამართლოს არარსებობა და ასე შემდეგ).
• მეტი მომხიბლველობისთვის კი გვთავაზობენ სანახაობას – ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად.
ჩვენთვის ეს მარტივად განჭვრეტადია. ვეღარ მოგვატყუებენ. ამიტომ:
• არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში. დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს.
• იგივე და მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამლვის თემაზე. როგორც ჩვენმა კოალიციამ ისე სხვა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და აქტივისტებმა.
ბოლომდე!
24/12/2025
რუსთავის ქალთა ციხე

მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.

გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...