მთავარისიახლეებიელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

Published on

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს, ბიზნესს შეეხება.

დავით ნარმანია BMG-სთან განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება ორი ძირითადი ფაქტორის გამოა მოსალოდნელი – გამანაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში საჭირო ინვესტიციების განხორციელება და ზოგადად ბაზარზე გაძვირებული ენერგია.

მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით გაძვირდება დენი და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.

„სამომხმარებლო ტარიფი რასაც ჩვენ ვეძახით, ორი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი, ანუ საკუთრივ ენერგიის ღირებულება. მარეგულირებელი კომისია ორივე ტარიფს ადგენს და შემდეგ მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს.

ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ეს არის საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც სამი კატეგორია გვაქვს 0-დან 101 კილოვატამდე მომხმარებლები, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლები და 301 კილოვატიდან მეტს ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. ანალოგიურად, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება კომერციულ სექტორსაც, ანუ არასაყოფაცხოვრებო სექტორს, სადაც ასევე ძაბვის საფეხურების მიხედვით გვაქვს ჩვენ დიფერენცირებული ტარიფები: დაბალ ძაბვაზე, საშუალო ძაბვაზე და მაღალ ძაბვაზე. ეს არის როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რომელიც მიერთებულია 110 კილოვოლტიდან უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე, 0,4 კილოვოლტის ჩათვლით.

ტარიფის ზრდის მოლოდინი არის, ძალიან დიდად არა, თუმცა არის, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტარიფზე აისახება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...