მთავარისიახლეებისაზოგადოებამოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები - სტოლტენბერგი უკრაინა-ნატოს საბჭოზე

მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები – სტოლტენბერგი უკრაინა-ნატოს საბჭოზე

Published on

ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები არის ახალი თავის დასაწყისი ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინასთან დაკავშირებით, სამიტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ნატო შეთანხმებულია, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის, MAP-ის გარეშე გახდება, გარდა ამისა, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის პირველი სხდომაც ვილნიუსში დღეს გაიმართება:

“როდესაც პუტინი გასულ წელს შეიჭრა უკრაინაში, მან ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების სიძლიერე და უკრაინის ხელისუფლების სიმტკიცე. მაგრამ მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს ალიანსის ერთიანობა. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას რამდენიც ხანიც საჭირო იქნება.

გასული წლის განმავლობაში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას, ახლა კი შევთანხმდით სამპუნქტიან პაკეტზე, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან. ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის გაუქმება.

მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარების მიზანია, უკრაინის გადასვლა საბჭოთა სისტემიდან ნატოს სტანდარტებზე, რაც უკრაინული და ნატოს ძალების სრულ ურთიერთქმედებას გახდის შესაძლებელს. უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ეს არის ფორუმი, რომელშიც უკრაინა და ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს შეხვდებიან როგორც თანასწორები, გამართავენ კონსულტაციებს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინა ახლა იმაზე უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის ამოღებით უკრაინის გზა ნატოსკენ შემცირდა და გახდა ერთეტაპიანი.

მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ალიანსში, როდესაც პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა ისტორია არ განმეორდეს. ამიტომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრების უმრავლესობა გრძელვადიან დახმარებას უწევს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში. ეს შეაკავებს რუსეთის მომდევნო აგრესიას, როდესაც ომი დასრულდება. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები არის ახალი თავის დასაწყისი ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები.” ამბობს სტოლტენბერგი.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...