მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით სერგეენკომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

დავით სერგეენკომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

Published on

“ქართული ოცნების” წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს  ტოვებს. ის ერთ-ერთი იყო უმრავლესობის იმ რამდენიმე დეპუტატიდან, რომელმაც ე.წ. რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა. 

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსული სულისკვეთების კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანმა სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ესენია:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

თუმცა მოგვიანებით, დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა განაცხადეს, რომ რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

რაც შეეხება თავად სერგეენკოს, მან მოგვიანებით განმარტა, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და საზოგადოების დიდი ნაწილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ნეგატიურად უყურებდა და მისი გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული.

კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა მან რეგისტრაცია არ გაიარა და შესაბამისად ხმა არც მან მისცა.

ირაკლი კოვზანაძე სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

კოვზანაძემ, ჩაჩიბაიამ და ხელაშვილმა ასევე დატოვეს მანდატები. ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად აგრძელებს მუშაობას, ხოლო ჩაჩიბაია – პრემიერის.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...