“ანტონოვის ხიდის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების “სამხრეთის” დაჯგუფების პრეს-სპიკერი, ნატალია გუმენიუკი.
მისი თქმით, ამ ზონაში ფრონტის ხაზის თავისებურებების გამო, რომელიც მდინარე დნეპრზე გადის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტრბატარეულ საარტილერიო დარტყმებს.
შეგახსენებთ, რომ რუსები უკვე თითქმის 10 დღეა, რაც უკრაინელებს ვერ აძევებენ ხერსონის ოლქის ოკუპირებული მარცხენა სანაპიროს აგარაკების ზონიდან- უკრაინის სპეციალური ოპერაციის ძალების მებრძოლებმა 7-ზე მეტი შეტევა უკვე მოიგერიეს ამ დროის განმავლობაში, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპელქსებით გაანადგურეს ჯავშანტექნიკის ( ტანკი, ქსმ, ჯტრ) რამდენიმე ერთეული, ასევე მათ მხარდაჭერას ახდენენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გაშლილი საარტილერიო სისტემები და ნაღმტყორცნის გათვლები. როგორც ამბობენ, S-300-ების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსთა ბატარეაც გაშალესო იქვე ახლოს, რის გამოც რუსების შვეულმფრენები და ტაქტიკური ავიაცია ვერ შემოდის აღნიშნულ ზონაში.