ფაშიზმზე გამარჯვების დღე პარლამენტმა მოსახლეობას სსრკ სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა, შემდეგ კი შეცვალა

0
127

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მოსახლეობას საბჭოთა სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა. საუბარია რაიხსტაგის თავზე აღმართული საბჭოთა დროშის ფოტოზე, რომელიც პარლამენტმა 9 მაისის მისალოცად გამოიყენა. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას შეახსენებენ რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან აკრძალულია. მათი თქმით, ამ ფოტოს გამოყენება ცხრა მაისის მოსალოცად უფრო მეტად მიანიშნებს, რისკენ ისწრაფვის დღეს საქართველოს ხელისუფლება.

მოგვიანებით კი პარლამენტმა ფოტო შეცვალა.

წინა სტატიაEU არ უნდა შეშინდეს პუტინის მიერ ძალის დემონსტრირებით, მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – შოლცი
შემდეგი სტატიაზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ლაიენმა სანქციების მე-11 პაკეტი დააანონსა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური