ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ლაიენმა სანქციების მე-11 პაკეტი დააანონსა

0
143

კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დააანონსა.

ლაიენის თქმით, სანქციების პაკეტი ახლა ფოკუსირებულია რუსეთის მხრიდან უკვე დაწესებული სანქციების თავის არიდების მცდელობაზე.

“ჩვენ ვაგრძელებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ. ევროკომისიამ შესთავაზა სანქციების მე-11 პაკეტი.

ჩვენ:

1. ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს – სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ.

2. ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა.

3. ვთავაზობთ აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან “ჩრდილოვანი” სუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, როგორც ლაიენმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ ევროკავშირი სანქციებს მალე დაამტკიცებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე მოელის, რომ ევროკავშირი მოხსნის სავაჭრო შეზღუდვებს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს ჩავიდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე აღნიშნა, რომ ივნისის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე “დადებით შეფასებას” ელოდება.

წინა სტატიაფაშიზმზე გამარჯვების დღე პარლამენტმა მოსახლეობას სსრკ სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა, შემდეგ კი შეცვალა
შემდეგი სტატია,,ეს ქვეყანა შენია,, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გადაცემა III
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური