საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

0
198

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე
მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ?

2022 წლის დეკემბერში გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი: მოსალოდნელია – 20%, არ არის მოსალოდნელი – 76%, არ ვიცი – 4%.

2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა: მოსალოდნელია 15%, არ არის მოსალოდნელი – 82%, არ ვიცი – 3%.

NDI-ის ცნობით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

კითხვაზე – გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენს ოჯახს?

2019 წლის ივლისში გამოკითხული საქართველოს მოქალაქეები პასუხობდნენ: დიახ – 12%, არა – 86%, არ ვიცი – 1%.

2023 წლის მარტში კი შედეგები ასე განაწილდა – დიახ – 16%, არა – 84%, არ ვიცი – 0%.

ცნობისთვის, კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წინა სტატიანატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია – 73% გაწევრიანების მომხრეა – NDI
შემდეგი სტატიათავისუფლება ნიკა გვარამიას – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იწყება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური