მთავარისიახლეებითავისუფლება ნიკა გვარამიას - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იწყება

თავისუფლება ნიკა გვარამიას – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იწყება

Published on

ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, თავდასხმები მედიაზე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, დაუსჯელი მოძალადეები და ორგანიზატორები, ჟურნალისტების თვალთვალი და მოსმენები – კრიტიკული მედია და თავისუფალი სიტყვა “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნეა. ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ რეპრესიებს იყენებს. ამას მოწმობს კვლევა, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

დღეს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ისევ ციხეშია “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რომელიც “ოცნებამ” განსხვავებული აზრის გამო ციხეში აბსურდული ბრალდებით გამოიკეტა.

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრები, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები დღეს კიდევ ერთხელ მიმართავენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიწყალოს მედიამენეჯერი, რომლის პატიმრობაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

ათონელის რეზიდენციასთან უკვე დაიწყო შეკრება ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. ადგილზე იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რომელსაც დღეს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...