შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს CPAC-ში მონაწილეობაზე

0
154

ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი, რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერის მონაწილეობას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას შეურაცხყოფს.

“საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უბრალოდ შეურაცხყოფს ქვეყნის პრო-EU უმრავლესობას.

“ქართულ ოცნებას” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას ურჩევნია ვიქტორ ორბანთან და სხვა [ადამიანის] უფლებების მოწინააღმდეგ პუტინის მეგობრებთან ურთიერთობა.

ეს არანაირად არ წარმოადგენს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს”, – წერს ევროპარლამენტარი.

წინა სტატიარუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება – ზელენსკი
შემდეგი სტატიასოცქესლებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა – 1 პირს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური