მთავარისიახლეებირუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება -...

რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება – ზელენსკი

Published on

“წუხელ მტერმა უკრაინას კვლავ შეუტია რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ტერორისტების სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა და ობიექტები. უმანზე სარაკეტო თავდასხმამ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ერთ-ერთი მათგანის მთელი ბლოკი განადგურდა. ხალხი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი.

დნიპროში ტერორისტებით დაბომბვას ბავშვი შეეწირა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები რუსული ტერორის გამო! მადლობელი ვარ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ყველას, ვინც ეხმარება მტრის თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ხალხს.

ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს. და მოჰყვება. ყოველი ასეთი თავდასხმა, ყოველი ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აახლოებს ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან და არა პირიქით, როგორც ფიქრობენ. ჩვენ არ დავივიწყებთ არც ერთ დანაშაულს, არც ერთ დამპყრობელს არ მივცეთ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალებას”.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...