დონალდ ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს – ჯო ბაიდენი

0
163

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის დემოკრატიისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო და ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა და დანაპირები 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ამსახველი კადრების ფონზე გააჟღერა.

ამასთან, ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, თავად მაინც ჩაერთვებოდა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი პრეზიდენტის თანამდებობაზე, რათა აშშ დიდხანს იყოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად უსაფრთხოდ.

წინა სტატიაქმარმა ცოლის ცხედარი 3 კილომეტრის მანძილზე, ცეცხლქვეშ ატარა – უკრაინის მცველი წყვილის ისტორია
შემდეგი სტატიაბიბისის“ ცნობით, ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური