მთავარისიახლეებიმსოფლიოქმარმა ცოლის ცხედარი 3 კილომეტრის მანძილზე, ცეცხლქვეშ ატარა - უკრაინის მცველი წყვილის...

ქმარმა ცოლის ცხედარი 3 კილომეტრის მანძილზე, ცეცხლქვეშ ატარა – უკრაინის მცველი წყვილის ისტორია

Published on

ავტორი: მარიამ ჩხეიძე
როგორც კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, პირველივე დღეებში ტატიანა და ვოლოდიმირ ფესენკოები ერთად წავიდნენ ფრონტის წინახაზზე. მათ 8 წლის გოგონა ჰყავდათ, მაგრამ ის ნათესავებთან, უკრაინის საზღვრებს გარეთ გაგზავნეს და მას შემდეგ იქაა.  
ბახმუტთან გამართული ბრძოლებიდან ერთ-ერთ ბრძოლაში, შარშან მარტში, ვოლოდიმირის თვალწინ, სანგარში დაიღუპა ტატიანა – ჭურვის დიდი ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ვოვამ კონტუზია მიიღო. უკანდახევის დროს ვოვამ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ცხედარი არც იქ დატოვა და არც სხვა მეგობრებს დაანება – სამი კილომეტრი ატარა ხან ზურგით, ხან ხოხვით, ხანაც – ხელში ატატებული, რადგან იცოდა, რომ ეს უკანასკნელი ჩახუტება და სიახლოვე იყო…
მეგობრები ამბობენ, რომ ტატიანასა და ვოვას განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდათ: იხსენებენ, რომ ტატიანას ძალიან უნდოდა ტატუს გაკეთება, მაგრამ ჩხვლეტის ეშინოდა, ერთხელაც ვოვამ ის წაიყვანა სალონში და მასთან ერთად გაიკეთა ტატუ, მის გასამხნევებლად – რომ ორივეს ერთნაირი ტკივილი ეგრძნოთ. როცა ომი დაიწყო, განხილვა არც ყოფილა, ერთად გადაწყვიტეს წასვლა. 
ვოლოდიმირმი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ცოლი მშობლიურ მიწას მიაბარა. ის ახლაც იბრძვის, 8 წლის გოგონა კი ომიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ დედ-მამას ელოდება – მან არ იცის, რომ დედას უკვე ვეღარასდროს ნახავს…

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...