უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა

0
239

სამწუხარო ცნობის გარეშე არც აპრილის მეორე ნახევარმა ჩაიარა: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა.

ზურაბ ოდიშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით,  ზურაბ ოდიშვილი არაერთ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალება ქიმიურმა მოწამლვამ გამოიწვია. 

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინაში პუტინის რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს ემსხვერპლა.

ტელერადიოკომპანია “ოდიში” თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

გმირები არ კვდებიან!

დიდება გმირებს!

წინა სტატიაForbes-ის 2023 წლის სიაში ორი ქართველი მილიარდერია
შემდეგი სტატია“საგაზაფხულო კონტრშეტევა აუცილებლად იქნება…” – სად რა ხდება უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური