“საგაზაფხულო კონტრშეტევა აუცილებლად იქნება…” – სად რა ხდება უკრაინაში

0
230

დიდი კონტრშეტევა ახლოვდება – ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესი მთავარსარდალი კრისტოფერ კავოლი აცხადებს, რომ უკრაინას უკვე აქვს კონტრშეტევისთვის საჭირო საბრძოლო ტექნიკის 90%, ხოლო დმიტრო კულება ირწმუნება, რომ საგაზაფხულო კონტრშეტევა აუცილებლად იქნება. 

“ამ კონტრშეტევის ერთადერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებაა, ანუ იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის” – განაცხადა მან და დაამატა, რომ სამზადისი უკვე ფინალურ სტადიაშია. 

კიდევ 44 სამხედრო ტყვე უკრაინელი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა: დაბრუნებულთაგან 36 რიგითი და 6 ოფიცერია.

სამწუხარო ცნობის გარეშე არც აპრილის მეორე ნახევარმა ჩაიარა: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ზურაბ ოდიშვილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მეომრები ამბობენ, რომ ის არაერთხელ მოჰყვა დაბომბვაში და სიკვბდილის მიზეზი, შესაძლოა, ქიმიური მოწამლვა იყოს.

უკრაინის ცის მცველებმა 25-26 აპრილის ღამეს 6 რუსული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორისაა ახალი რუსული ექსპერიმენტული «Мерлин-ВР»

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლოზ ოლეშჩუკმა უკრაინის ერთ-ერთ ფრონტზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პატრიოტის” პირველი საბრძოლო მორიგეობის კადრები გამოაქვეყნა.

როგორ ანგრევს რუსეთი – GOOGLE-მ მარიუპოლის თანამგზავრული ფოტოები განაახლა. რა მასშტაბებით შეუძლია რუსეთს ნგრევა და განადგურება, კარგად ჩანს GOOGLE MAPS-ის განახლებულ სატელიტურ ვერსიაზე, სადაც მარიუპოლის განახლებული ფოტოებია ატვირთული. ფოტოებზე ჩანს განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები, დრამატული თეატრი და წარწერა “ბავშვები” მის წინ, ასევე, განადგურებული და დანგრეული ‘აზოვსტალი”.

ტერნიპოლის ოლქი პირველია, სადაც უკრაინელ დრონის მართვის სპეციალისტებს მოამზადებენ.

სწავლებები პროფესიულ კოლეჯში ჩატარდება, რომელიც ახლახან გაიხსნა და სადაც მსურველებს დრონების მართვას გაძლიერებული ფიზიკური და სამხედრო მომზადების ფონზე შეასწავლიან.

წინა სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიაქმარმა ცოლის ცხედარი 3 კილომეტრის მანძილზე, ცეცხლქვეშ ატარა – უკრაინის მცველი წყვილის ისტორია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური